02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 12:05:23, 1437 ნახვა

სამართალი
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი დაკავების დროს უფლებების დარღვევაზე საუბრობს

ქრთამის აღებაში ბრალდებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი ზაზა ჭელიძე დაკავების დროს მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ჭელიძის განცხადებით, მისი უფლებები დაკავებისას დაირღვა, რადგან როგორც ჭელიძე ამბობს, ის სამართალდამცავებმა სამართალდამცავ ორგანოში გადაყვანის ნაცვლად დაკავებულ მდგომარეობაში მანქანაში იმყოფებოდა.

ჭელიძის ადვოკატი დაკავებულისთვის 25 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვს. ადვოკატის თქმით, გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებით მოხდება.

"პირის დაკავების შემდეგ კანონის თანახმად ის უნდა გადაიყვანონ პოლიციის უახლოეს შენობაში. სადაც მე დამაკავეს იქვე იყო პოლიციის განყოფილება, თუმცა მე იქ არ წავუყვანივარ. ასევე ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს სუს-ის რეგიონული სამმართველო, სადაც ასევე შეეძლოთ წავეყვანე. წამიყვანეს კიდეც თუმცა შენობაში არ შევუყვანივარ, მანქანაში ვიჯექი. აქედან გამოდინარე დაირღვა ჩემი უფლებები", - განაცხადა ზაზა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის გიორგი კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლის ზურაბ ჭელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს, ვინაიდან, პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის თქმით,, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics