20:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 20:11:43, 750 ნახვა

საზოგადოება
„ოცნება“ - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში

გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, " ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა".

"დღეს დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ორი ფაქტი ზუგდიდსა და თეთრწყაროში. ორივე შემთხვევაში ინციდენტი მოხდა ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს.

კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ შტაბის თანამშრომელს და ადგილზე ნაცემია ორი ადამიანი.

ამ დროისთვის, შტაბის ტერიტორიაზე საპატარულო პოლიციაა მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics