|
2016-09-16 17:07:03, 1288 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზეა. “ამ შედარებით ინდექსში საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიც არის ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და მეხუთე არის საქართველო. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა. მინდა, ვთქვა შედარებისთვის, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს მე-16-ზე, 2013 წელს 21-ე , 2012 წელს 53-ე პოზიციაზე. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიც არის ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ინვესიტია იყოს მოზიდული ქვეყანაში“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)