|
2016-09-16 14:04:39, 621 ნახვა
საზოგადოება
ყურძნის სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო
რთველი 2016-ის ფარგლებში სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ის მევენახეები, რომლებმაც ღვინის კომპანიებს ყურძენი 15, ან უფრო მეტი დღის წინ ჩააბარეს, უკვე შეძლებენ კუთვნილი სუბსიდიის თანხა მიიღონ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მევენახეებმა კუთვნილი სუბსიდიის მისაღებად ბანკებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 დეკემბერისა უნდა მიმართონ. „დაიწყო სახელმწიფო სუბსიდიის გაცემის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მევენახეს, რომელსაც ყურძენი ჩაბარებული აქვს 15 დღის წინ, ან უფრო ადრე, შეუძლია მიმართოს „ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალს და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღოს კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდია. მინდა შევახსენო მევენახეებს, რომ ამ თანხის მიღება მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრისა" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 11,4 ათასი ტონა რქაწითელი, 12,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 23 მლნ-მდე ლარი მიიღეს. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 135 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 46 ღვინის კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)