2016-09-16 13:41:48, 2389 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 9 ადამიანი
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ სააგენტო France Press იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილობრივი სამარტალდამცველების განცხადებით, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
ამასთამ, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ადგილზე მაშველები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან