21:19 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 13:17:28, 2157 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

კანცლერის განცხადებით, ერთი სამიტისგან ევროპის ყველა პრობლემის მოგვარება მოსალოდნელი არ არის.

“ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოებით. მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის საკითხებში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

“ჩვენ განვიხილავთ ბრატისლავას დეკლარაციას და ვიმედოვნებ, რომ მის შეთანხმებას შევძლებთ. თუმცა საუბარი არ არის, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტილება ერთ შეხვედრაზე ვიპოვოთ”, აღნიშნა მერკელმა.

მერკელის თქმით, ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის საკითხებს განიხილავენ.

“ყველა ამ საკითხზე წლის ბოლომდე ვიმუშავებთ და 2017 წლის მარტში, რომის შეთანხმების მე-60 წლისთავამდე ჩვენ კონკრეტული პროგრესის მიღწევა გვსურს”, - განაცხადა მერკელმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics