06:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 16:06:57, 363 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე უმრავლესობას და მთავრობას: კეთილი ინებეთ და ხვალ ჩამობრძანდით ქუთაისში პარლამენტში

პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე, სადაც ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უსმენენ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ხვალ დანიშნულ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ვიმყოფებით აქ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საქათველოს პარლამენტს თავისი ფუნქციები და თავისი მოვალეობები.ხედავთ რამხელა ინტერესია ამ საკითხისადმი. გადატენილია კომიტეტის დარბაზი და სწორედ ჩვენ იმიტომ ვაყენებდით ამ საკითხს და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია,  ხვალ გაიმართოს რიგგარეშე სხდომა იმისათვის, რომ ამ შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გაეცეს პასუხი. დღევანდელი კომიტეტის სხდომა მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს და კიდევ ერთხელ პარლამენტმა არ დააფიქსიროს თავისი უპატივცემულობა სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების მიმართ და ზოგადად ინსტიტუტების მიმართ.  კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დეპუტატებს უმრავლესობიდან და მთავრობის წამრომადგენლებს,  კეთილი ინებეთ და ხვალ ჩამობრძანდით საქართველოს აპრლამენტის შენობაში  ქუთაისში,  სადაც უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. ფორმატი სრულად აკმაყოფილებს იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურა აბაშიძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა:

"პოლიტიკური განცხადება იყო ეს. საქმე არის აბსოლუტურად სხვაგვარად წარმოდგენილი, ჩვენ საკომიტეტო მოსმენა დანიშნული გვქონდა პარასკევ დღეს, მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნა პრეზიდენტმა თქვენი მოთხოვნით პარასკევს, ჩვენ არ დავათხვიეთ და ვადა გადმოვიტანეთ  ხუთშაბათს და ჩავტარებთ დღეს. დაენიშნათ ხუთშაბათს და ჩვენ ჩავატარებდით პარასკევს. ეს ერთი, მეორე, ყველამ კარგად იცით, პავლიკომ ყველაზე კარგად იცის, რათიც ინიშნება რიგგარეშე სხდომა, უნდა მიგემართათ თქვენი დღის წესრიგით, სადაც აღნიშნული იქნებოდა მომხსენებელი, ვინც გააკეთებდა  მოხსენებას და რის გარშემოც გაიმართებოდა კამათი და თუ რამე დადგენილება გნებავდათ, უნდა თან ხლოდა დადგენილების პროექტიც. სამწუხაროდ, ეს არც ერთი არ განხორციელებულა, მხოლოდ არის ეს ფურცელი, სადაც წერია, რომ მოწვეულია სხდომა ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სატაბილიზაციის მიმართულების ღინისძიებები, ვინ აკეთებს მოხსენებას, აკეთებენ თუ არა, დებატები უნდა გაიმართოს თუ არა, არ იყო აღნიშნული",-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

ცოტა ხნის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ კომიტეტების სხოდომა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics