|
2015-03-12 15:44:08, 551 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის საკომიტეტო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის საკომიტეტო სხდომა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე მთავრობის წევრებს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკომიტეტო მოსმენა არის საპარლამენტო უმრავლესობის მცდელობა, პრეზიდენტის მიერ ჩანიშნული ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა გადაფარონ. „ეს არის უმრავლესობის უბადრუკი მცდელობა, ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა გადაფარონ, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია და რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს იმისათვის, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკასა და სავალუტო კრიზისს ეხება. ნახეთ რამხელა ინტერესია დღევანდელი დღისადმი და სწორედ დღევანდელი დღით უნდა უმრავლესობას ხვალინდელ დღეზე უარი თქვას. ეს თავისთავად აზიანებს სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ ამ კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მივიღოთ“, - აღნიშნა აბაშიძემ. მან მთავრობის წევრებს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა, ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას დაესწრონ. „მოვუწოდებ ყველას, მთავრობას, ამავდროულად უმრავლესობის წარმომადგენლებს, ხვალ ჩამოვიდნენ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია. სწორედ იქ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. ეს არის „თავისუფალი დემოკრატების“ ძალიან ღია და ნათელი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)