18:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:39:24, 649 ნახვა

რეგიონი
მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუსის შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორი" გაიხსნა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუსის შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორი" გაიხსნა.

კონფერენცია სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, Georgian Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ, „არგუსის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ მიშჩენკომ და „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

კონფერენციაში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, კვიპროსის, უკრაინის, ბელორუსიის, ლატვიის, რუმინეთის, შვეიცარიის და ირანის  ნავთობისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მთავარი თემაა სატრანსპორტო კორიდორის განვითარება ახალი ეკონომიკური გარემოს პირობებში.

„საქართველო და აჭარა სატრანსპორტო - ლოგისტიკური ცენტრია და ევროპასა და აზიას შორის კორიდორის ფუნქცია აქვს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში. გამომდინარე აქედან, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მთავარი გზავნილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მიმდინარე სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობა, რომელსაც საქართველო ახორციელებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნების ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე გასვლას. განსაკუთრებით აჭარას გააჩნია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უდიდესი პოტენციალი. მისი ზღვისპირა განლაგება კი იძლევა დამატებით შესაძლებლობას განვითარდეს საზღვაო ტრანსპორტი, პორტები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია 16 სექტემბერს დასრულდება.

 

(R)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics