18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 10:23:55, 676 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კომაროვის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრის თქმით, სკოლები სასწავლო პროცესის დაწყებას მომზადებული შეხვდნენ.

"გვყავს არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი, უკარგესი ბავშვები, ძალიან მოტივირებული, ძალიან მონდომებული.  მასწავლებელთა კორპუსიც მოტივირებული, კარგი ხალხი გვყავს. მინდა, ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, წელს უფრო მეტი პირველკლასელია, ვიდრე შარშან,  შარშან იყო მეტი, ვიდრე შარშანწინ.

ცნობისთვის, წელს პირველკლასელთა რაოდენობა 60 644-ია.

"მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ძალიან სასიხარულოა, მზადყოფნის ხარისხი სახელნძღვანელოების,  კომპიუტერების კუთხით ძალიან მაღალია. ასეთი კარგი მზადყოფნა დიდი ხანია, არ გვქონია", - აღნშნა მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics