18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:48:17, 609 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" ზაარბრუკენში კონცერტებს მართავს

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2016 წლის 10-დან 17 სექტემბრამდე თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" გასტროლზე იმყოფება თბილისთან დამეგობრებულ გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან გუნდის ხელმძღვანელი კომპოზიტორი ნანა კალანდაძე ხვდება სხვადასხვა გერმანულ გუნდს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სიმღერით და ზოგადად ქართული კულტურით. ზაარბრუკენში მათი მიწვევის ინიციატორი, ცნობილი გერმანელი მომღერალი და ლოტბარი ქალი ამაი შაიბი ქართულ-გერმანულ საკონცერტო პროგრამაზე მუშაობს ნანა კალანდაძესთან ერთად. კონცერტები ტარდება 11, 13 და 16 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი კონცერტის გასამართად მიწვეულია ზაარბრუკენის თეატრის სეზონის გახსნაზე, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ქართველი მსახიობებისათვის.

გერმანელი მუსიკის მოყვარულები კონცერტებზე შეასრულებენ ქართულ სიმღერებს, რომელიც ნანა კალანდაძემ შეასწავლა ვორქშოფებზე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics