|
2016-09-14 13:45:44, 1070 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში Henkel-ის ახალი ქარხანა გაიხსნა
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. „კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი პირობებია“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ქარხნის გახსნა. მათივე ცნობით, პრემიერმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელზეც საქართველოში გერმანული ბიზნესისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვაზე ისაუბრეს. „ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი - MADE IN GEORGIA, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება. ორი წლის წინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შევხვდით Hენკელ-ის ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლებს და მაშინ იყო საუბარი ამ პროექტის დაწყებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო სექტორის განვითარება და ვფიქრობ, ამ ქარხნის გახსნა დროში ზუსტად ემთხვევა იმ ათვლის წერტილს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებული სისწრაფით წინსვლას ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა Henkel-ის წარმომადგენლებს, ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, კომპანიის 140 წლის და მისი წამყვანი ბრენდის, ჩერესიტ-ის 110 წლის იუბილეც მიულოცა, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებსა და ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახადა, განსაკუთრებით კი ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას. „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეს კომპანია არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა, Hენკელ-მა, რეგიონული წარმოებისთვის საქართველო აირჩია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტექნიკური მიმართულებით განათლების კუთხითაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პროექტის განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა Hენკელ-ის სამშენებლო მასალების დირექტორმა ზდენეკ ბრიჩმა. „მინდა, მადლიერებით აღვნიშნო აქ არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ჩვენი საერთო წარმატებული მომავლის. მწამს, ჩვენ და თქვენ ერთად ვიამაყებთ, რომმოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი საქართველოში დამზადდება. ამიტომ, ვულოცავ ჩვენ თავსა და თქვენ -საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მომხმარებლებს. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიმართ, მისი სტუმრობისა და მხარდაჭერისათვის",- განაცხადა ზდენეკ ბრიჩმა. Henkel-ის ქარხანა, Ceresit-ის ბრენდით, აწარმოებს 40-ზე მეტ ცემენტზე დაფუძნებულ პროდუქტს კრამიტის სახურავისთვის, ჰიდროიზოლაციისთვის, იატაკის დაგებისთვის და გარე თერმოიზოლაციისთვის, რომელიც გათვლილია, როგორც საქართველოს, ისე - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)