|
2016-09-13 18:08:40, 848 ნახვა
რეგიონი
ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა
ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, 12-13 სექტემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრას: შშმ პირები, მათი მშობლები, ქობულეთის გამგეობის, ჩაქვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აქვთ საშუალება სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისი მიიღონ, ამ შემთხვევაში მსურველები კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით: sda.gov.ge უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. სააგენტოს პრიორიტეტია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას. სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, მიდის მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ანალოგიური ტიპის შეხვედრები სამომავლოდ მეჯვრისხევის, მარტყოფისა და კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრებშის მოეწყობა.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)