|
2016-09-14 11:05:26, 1403 ნახვა
სამართალი
გოდერძი თევზაძე: მიმალვაში არ ვყოფილვარ, მოვედი, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა
„მოვედი იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ“,-ამის შესახებ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ განაცხადა. როგორც თევზაძემ აღნიშნა, ის მიმალვაში არ ყოფილა და სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. „მოვედი აქ იმისთვის, რომ პოლიციელის მუნდირი დავიცვა. დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს, ობიექტური გამოძიების. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. არაფრის მეშინია, სრულიად უდანაშაულო ვარ“, -აღნიშნა თევზაძემ. ცნობისთვის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას გუშინ ჩაბარდა. შეგახსენებთ, სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. აღკვეთის ღონისძიების სახით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)