|
2016-09-13 13:58:32, 1454 ნახვა
სამართალი
ლაგაზიძე: სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს
სახელმწიფოსგან დაცულად ვგრძნობ თავს, - ეს განცხადება პაატა ბუჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ლაგაზიძემ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ბურჭულაძის პარტიის წევრი და აჭარაში პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგა კალაძე მას ემუქრებოდა. ლაგაზიძე აცხადებს, რომ გოგა კალაძე კრიმინალური მენტალობის პიროვნებაა და მასზე ზეწოლას ახდენდა. რაც შეეხება კითხვას, დაუნიშნავს თუ არა სახელმწიფო დაცვას, რასაც ლაგაზიძე ითხოვდა, ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ლაგაზიძე არ საუბრობს მათ შორის არც იმაზე, დაიკითხება თუ არა მის მიერ დასახელებული პიროვნება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)