19:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 10:46:04, 639 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად "ენმ"-ს გავლენები საბოლოოდ დასრულდება

წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ 2030-ს განუცხადა. 

ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ.

“ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება. პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ. კანდიდატი,რომელიც პარლამენტისგან დასახელდება, კვალიფიციური და საზოგადოებისგან მაღალი ნდობით აღჭურვილი იქნება”, - განაცხადა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ თანამდებობაზე უფრო სხვა წარსულის და სანდო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის დანიშვნას ისურვებდა, რადგან უშიშროების საბჭოზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იხილება.

“ვანო მაჭავარიანს აქვს მჭიდრო კავშირები ”ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი არ არის. ეს პარტია სისტემურ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან ასოცირდება და ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა შესაძლოა, ამ ორგანოს დისკრედიტაციის საფუძველი იყოს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics