16:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 15:06:44, 844 ნახვა

საზოგადოება
მყუდრო საცხოვრებელი გარემო ქალაქის ცენტრშიც იძებნება

მშენებლობა თბილისში აქტუალური თემაა. თუ ქალაქს თუნდაც ერთი წლით დატოვებ და დროებით საზღვარგარეთ გაემგზავრები, იქიდან ჩამოსულმა შეიძლება საკუთარი სახლისკენ მიმავალი გზა ვეღარ იცნო. თუნდაც ერთი თვალით თუ გადმოხედავთ ქალაქს ნახავთ სხვადასხვა დიზაინის, სიმაღლის, ფერის უამრავ სახლს, თანამედროვესა თუ ძველ აშენებულს. უამრავი კომპანია საკუთარი კრეატიული იდეებითა და ორიგინალურობით უხდენს უკვე არსებულ შენობებს საკუთარ შემოქმედებას. განსაკუთრებით წვრილად დაიხუნძლა საბურთალოს უბანი. სახლები ერთმანეთთან იმდენად ახლოს არის მიდგმული, რომ ხახვის სათხოვნელად მეზობელთან კარზე დაკაკუნება აღარ გჭირდება. 

საბურთალოზე მოთხოვნა არ მცირდება, თუმცა ხალხი ცდილობს ამ უბანშიც იპოვოს ისეთი ადგილები, რომელიც ქალაქის ხმაურისგან ოდნავ მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს. საცხოვრებელი ბინის შერჩევა არც თუ ისე იოლია. ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის გათვალისიწინებაა საჭირო, რაც დროის, ენერგიისა და რათქმაუნდა დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველას გვსურს ვიცხოვროთ ქალაქის ცენტრში, რათა ახლოს ვიყოთ ყველაფერთან, თუმცა ამავე დროს გვსურს რომ ეს ადგილი არ იყოს ხმაურიანი, მანქანის გამონაბოლქვით გაჟღენთილი და ჩვენს ბავშვებს ქონდეთ მწვანე კეთილმოწყობილი ეზო, სადაც მათი გაშვება არ შეგვეშინდება. მსგავსი ადგილის ძებნისას ორ ტერიტორიაზე ჩერდება არჩევანი: ბაგები და ქავთარაძე.  ამ ორ ადგილს მოსახლეობა ხუთი ძირითადი მიზეზით ირჩევს: სუფთა ჰაერი, სიმწვანე, სიახლოვე ქალაქის ცენტრთან,  სიმყუდროვე, საჭირო ობიექტები.

თბილისის ასეთ პრესტიჟულ უბნებში ბინების ფასი საკმაოდ მაღალია, ჩვენ რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, ამ ეტაპზე ყველაზე დაბალ ფასს მომხმარებელს TN Group სთავაზობს: ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსში ბინები 1 კვადრატული მეტრი  655 აშშ დოლარი ღირს, ბაგებში კი მეტრა პარკის ტერიტორიაზე ბინების ფასი 895 აშშ დოლარიდან იწყება. აღნიშნული კორპუსების მშენებლობა უკვე დამთავრებულია და მაცხოვრებლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება. ასეთი დაბალი ფასის დაწესებისას რამდენიმე ფაქტორზე შეიძლება საუბარი: არჩევნები ახლოვდება, ლარი უფრო და უფრო სტაბილურდება, სექტემბერია და ბინებზე მოთხოვნა მაღალია. ასე, რომ მათ ვისაც ჯერ კიდევ არ უპოვნია სასურველი ბინა, ახლა საუკეთესო შანსი აქვს არჩევანი შეაჩეროს  ბინებზე ფართო გაშლილი ვერანდებითა და საოცარი ქალაქის ხედებით ბაგებში ან, მყუდრო აივნიან სახლებზე ქავთარაძის ქუჩაზე. აღნიშნული შემოთავაზების დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ კომპანიას FB – ზე (https://www.facebook.com/TN-Group-732932866846571/) ან დაუკავშირდეთ TN group ტელ.: 591 88 27 26 ან 591 125 521.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics