|
2016-09-12 09:51:14, 1513 ნახვა
სამართალი
მღებრიშვილი დემურ სტურუას საქმეზე: ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავიზე
"ვერავინ გაბედავს ხელის დაფარებას ვერავიზე, რადგან ჩვენი ხელისუფლების მეთოდები ეს არ არის",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დემურ სტურუას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, "იმედის დროში" განაცხადა. მისივე თქმით, ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ძებნილი პოლიციელის დასაკავებლად და ასევე დანაშაულში სხვა პირების გამოსავლენად, თუკი ასეთი ადამიანები იქნებიან. ამასთან, მღებრიშვილის შეფასებით, არ შეიძლება ერთეული უღირსი პოლიციელის გამო, მთელ პოლიციელებს ჩირქი მოსცხონ: "პოლიციელები დღეს და ღამეს ათენებენ, თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას. ბოლომდე ვიდგები ჩემი პოლიციელების დასაცავად, ნებისმიერი ჩემს ხელთ არსებული საშუალებებით დავიცავ მათ უფლებებს, ხოლო ისინი, ვინც არღვევენ ადამიანის უფლებებს და უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ",-აღნიშნა მღებრიშვილმა. ცნობისთვის, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მან სიკვდილამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. პოლიციელს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)