18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 10:19:24, 737 ნახვა

პოლიტიკა
ილია წულაია ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლებასთან მორიგი შეხვედრა  დიღმის მასივის IVკვარტალისა და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართა. შეხვედრაზე ილია წულაიამ  ,,ქართული ოცნების’’ წინასაარჩევნო პროგრამასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო.

,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითეული თქვენგანის პრობლემისა და აზრის გაგება.მე თქვენთან არ მოვსულვარ იმისთვის, რომ დაგარწუნოთ-  მე მომცეთ ხმა, მხოლოდ არჩევნებამდე გესაუბროთ ლამაზი სიტყვებით და არჩევნების შემდეგ  დავიკარგო. 2012 წელი იყო ოცნება და ჩვენ ეს ოცნება აგვიხდა.   საქართველოს ისტორიაში პირველად უსისხლოდ , არჩევნების გზით მოხდა  ხელისუფლების  შეცვლა. თქვენ ეს ყველამ ერთად შევძელით,  მაგრამ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა  და თქვენი თავისუფალი ნებაა თუ ვის მისცემთ ხმას, ვის გამოუცხადებთ ნდობას . თავისუფლება , სწორედ ეს არის  ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარტია ,, ქართული ოცნების’’ ყველაზე დიდი მონაპოვარი . ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება, ახლა კი დროა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა.სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილება, რომ ისეთი კანონების ინიცირება მოვახდინო პარლამენტში, რომლის წყალობითაც ყველა ოჯახში შევა კეთილდღეობა“,-  განაცხადა ილია წულაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics