15:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 21:43:43, 742 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაქვში წყლის რეზერვუარების სამშენებლო პროცესს გაეცნო

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ჩაქვში მიმდინარე წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვის , მწვანე კონცხის, მახინჯაურის წყლის სისტემების რეაბილიტაცია ხორციელდება. 

,,მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. მოკლე დროში დასრულდება რეზერვუარის მშენებლობა. ეს არის თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია თანამდეროვე ტექნიკით. რაც ბუკნარის დასახლების და ჩაქვის ნაწილის მოსახლეობას სრულად გადაუწყვეტს წყლის პრობლემას. 1000-ზე მეტ აბონენტს მიეწოდება სასმელი წყალი. ყოველივე ეს ხელს შეუწყობის ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი მოიცავს, როგორც სამომხმარებლო და მაგისტრალური მილსადენების მოწყობას, ასევე წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობას, რომლებიც მოამარაგებენ აღნიშნული დასახლებების მაცხოვრებლებს. 

ჩაქვში მიმდინარე წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა მოცულობით 2005 კუბ.მეტრიან და 900 კუბ.მეტრიან რეზერვუარებს მოიცავს. 

ასევე მიმდინარეობს მახინჯაურში 1800 კუბ.მ რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც გარდა მახინჯაურის მოსახლეობისა, მოამარაგებს ე.წ ,,ბენზეს დასახლებას". 

წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო გასულ წელს, მისი მთლიანი ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. პროექტი 2017 წელს დასრულდება.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics