|
2016-09-10 20:35:39, 1692 ნახვა
სამართალი
გია ვოლსკი: ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება
ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. დარწმუნებული ვარ და შემიძლია, დავადასტურო კიდევაც, ისევე როგორც არაერთ ჩემს კოლეგას განუცხადებია, რომ ლომის წილი ამ გაუგებრობებში, ამ მანიპულაციებში მიუძღვის გიორგი პაპუაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის გავლენას ამ ორგანოზე. ვფიქრობ, მომავალი საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად ღირსეული გვეყოლება", - აღნიშნა ვოლსკიმ. დეპუტატობის კანდიდატი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერვენჩხილაძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას. "რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს, ირინა იმერლიშვილს უკეთ ვიცნობ, რასაკვირველია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მონაცემების ადამიანი, ამ ინტელექტის მქონე ადამიანები პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში და იმ ატმოსფეროს შექმნაში, რასაც კანონიერების სადარაჯოზე დგომა ჰქვია”, - განაცხადა გია ვილსკიმ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)