18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 17:23:56, 556 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური და ვალერი გელაშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ  ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამასა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 „ ჩვენი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობა განვითარებული სოფლის მეურნეობაა , რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ეფუძნება. 2017 წლისთვის პრიორიტეტული სწორედ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარეება. ახალხიზელების ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს ,რომელიც მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყობა. მომავალი თაობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარების ცენტრების შექნმა, რომელიც ჩვენი ხელისფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს“,- განაცხადა “ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხაშურის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან განაგრძობს შეხვედრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი.

„მინდა გითხრათ, რომ ამ რაიონში 4 წლის განმავლობაში ბევრი რამეა გაკეთებული-სოფლებში გაყვანილია გზები, განხორციელდა მათი  გაზიფიცირება. დარჩენილია გარკვეული ნაწილი და კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები. დაუსრულებელი საქმეებიც არის, რა თქმა უნდა, და მე ჩავერთვები ამ პრობლემების მოგვარებაში“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics