|
2016-09-10 15:52:08, 782 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში უახლოეს მომავალში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება. ამის შესახებ „კახეთი-იონის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ერიკ ჟანტიმ დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან დაწყებულია მოლაპარაკებები შემდგომი პროცედურების შესახებ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს აგრონომის პროფესიას, გაეცნოს მიმდინარე აგროსიახლეებს და პრაქტიკები საფრანგეთში, ბურგუნდიის აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიაროს. „ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრანგულ მხარესთან საუბარი, თუ რა შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ამ პროექტის განვითარებისთვის. დავითი ჯერ მხოლოდ კანდიდატია, მაგრამ უკვე აქტიურად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტაში” ,- აღნიშნა ბურგუნდიის რეგიონის საბჭოს წევრმა "კახეთი-იონის" გამგეობის თავმჯდომარე, ერიკ ჟანტიმ.
(NS)
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)