|
2016-09-10 13:04:53, 737 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სტანდარტზე გადადიან
თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა კვების უფრო მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები კვებითი მომსახურების ახალ სისტემაზე გადადიან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის აღსაზრდელთა კვების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული პროცედურაში კომპანია „ელფმა“ გაიმარჯვა. ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დავალების პირობების თანახმად, თბილისის ყველა საბავშვო ბაღს კვებით მომსახურებას სწორედ აღნიშნული კომპანია გაუწევს, რაც ბაღებს ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებს. კომპანია „ელფის“ წარმომადგენლები, სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ და კვებითი მომსახურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია „ელფი“ უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებით მომსახურების მენიუს შესაბამისად, კალორაჟის დაცვით. მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს, თავად უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური დასუფთავება და საკვები პროდუქტების ნარჩენების ყოველდღიური გატანა სპეციალიზებული ჭურჭლით, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სისუფთავე კვების ბლოკში, ყოველთვიურად ჩაატაროს გენერალური დასუფთავება და დეზინფექცია. გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს კვების ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ობიექტის გამართულად ფუქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეკეთებას; ამასთან, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, კვებითი მომსახურება უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უკვე დასაქმებული სამზარეულოს პერსონალით (მზარეული, მზარეულის დამხმარეები, დამლაგებელი, მრეცხავი და სამეურნეო ნაწილის კორდინატორი). „ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. ბევრ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი. ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაკეთდა ბაღების კვებითი მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლის კუთხით. პრაქტიკა ბევრ რამეს გამოაჩენს, თუმცა ეს ბევრად უკეთესი შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო კოორდინირებული და ორგანიზებული იქნება ბაღებში კვებითი მომსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
(NS)
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)