01:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 10:27:53, 1706 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე  დანიშნა.

მოსამართლეები გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დაასახელა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორივე მოსამართლე მაღალი პროფესიონალიზმით  და პრინციპულობით გამოირჩევა.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჩვენ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა,  ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არამხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, როგორც მაღალი კვალიფიკაცია,

გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ და

მადლობა გადაუხადა იმ მოსამართლეებს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ემსახურნენ სამშობლოს.

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე გამოსვლისას, საკონსტიტუციო სასამართლოს,  როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისათვის აღნიშნული ინსტიტუტის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

,,მე ვფქირობ, რომ ის შეცდომები, ან აგრესია, რომელიც გამოვლინდა გარდამავალი პროცესის ბრალია და ბუნებრივია, მთლიანად საზოგადოებამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა სპექტრმა სათანადო შეფასება მისცა იმ არასტანდარტულ ქცევებს, რომლებიც განხორციელდა რიგ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.

მე მჯერა, რომ ასეთი თავდასხმების პერიოდი დამთავრებულია. თქვენ ძალიან ხმამაღლა იცავდით ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ თქვენ გაგაჩნიათ დაცულობის მაღალი ხარისხი, მაგრამ სასამართლოს სჭირდებოდა ეს მაღალი ხარისხი არა მარტო იმიტომ რომ იურიდიულად ყოფილიყო გაწერილი კანონებში, არამედ იმიტომაც რომ ამ პრობლემებს მისცემობდა შესაბამისი შეფასება, ეს თემები გამხდარიყო საზოგადოებრივი  მსჯელობის საგანი.

მე ვხედავ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებაზე, სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მუშაობს ბათუმში და რამდენად მნიშვნელოვან და დრამატულ როლს თამაშობს ეს ინსტიტუტი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში, "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics