|
2016-09-10 10:18:41, 1468 ნახვა
სამართალი
ბათუმში პოლიციელი დაჭრეს
ბათუმში პოლიციელი დაიჭრა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორ გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)