19:47 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 22:34:38, 530 ნახვა

სპეციალური ანონსი
10 სექტემბრის სპეციალური ანონსი

10 სექტემბერს, 10:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება კონფერენცია „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“, რომლის მიზანია სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროცესში აქტიურად დაინერგოს მდგრადი განათლების მეთოდიკა და პრინციპები. 

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო ”ჰილტონში” გაიმართება ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, კომპანია ”აჭარისწყალი ჯორჯიას”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული, საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომელთა სწავლასაც კომპანია აფინანსებს, აჭარის განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, მუზეუმის ლექციათა ციკლის ,,საუბრები მუზეუმში” ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა მხატვრებთან და ქეთევან მატაბელის მასტერკლასი ,,შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ხელოვნებაში" (სვანეთის მუზეუმის აუდიტორია). 
მის: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქ. #7, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

10 სექტემბერს, 12:00 საათზე “უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი “ზუგდიდობის” აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს დაესწრება მის: ქ. ზუგდიდი, ცენტრალური ბულვარი

10 სექტემბერს, 13:00 საათზე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე, სოირტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართავს ღონისძიებას "მრავალფეროვანია გზა წარმატებისკენ"- "there are many paths to success", რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას. 

10 სექტემბერს, 14:30 საათზე დავით უსუფაშვილი ზუგდიდში ილიას ძეგლთან, რესპუბლიკური პარტიის ქ. ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი თოდუასთან ერთად მოსახლეობას და მხარდამჭერებს შეხვდება.

10 სექტემბერს, 17:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდება და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზეზვა ნაცვლიშვილს წარადგენს.
მის: ნაძალადევის რაიონი, მეტრო „ღრმაღელესა“ და „ნაძალადევის“ გამგეობას შორის მდებარე სკვერი. 

10 სექტემბერს, 18:00 საათზე “უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” პირველი ნომერი, დავით უსუფაშვილი ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მოსახლეობას და იქ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდება. 

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, დავით უსუფაშვილი, ქ. ფოთში, გურიის ქუჩაზე შეკრებილ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და დაინტერესებულ პირებს ფოთის N61 ოლქში „უსუფაშვილი - რესპუბლიკელების“ მაჟორიტარ კანდიდატს, ლელა ებრალიძეს წარუდგენს. 

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დიდუბის მოსახლეობას შეხვდება და დიდუბის #16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლევან სამუშიას წარადგენს. 
მის: დიღმის მასივი,დიღმის მასივი, მე-4 და მე-5 კვარტლებს შორის მდებარე სკვერი "ტექსელი" (ალეია)

10 სექტემბერს, 21:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“ გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics