15:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 19:30:13, 810 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო სტრუქტურები კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან

სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ქართული კინოს მხარდაჭერის მიზნით,  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს  ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოაწერა.  

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა  და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.   სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს  ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური  ბაზებით  გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს.  მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც. 

ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული კინოცენტრი სამხედრო ნაწილებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებისათვის ფილმების შერჩევასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო გადამღებ ჯგუფებს სამხედრო თემატიკის რეკვიზიტების მიწოდებასა და გადაღებებთან  დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში დახმარებას უწევს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics