04:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:54:35, 334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების მიერ გასულ წელს ათვისებული თანხები შეაჯამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშივილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებთან და მუნიციპალიტეტის გამგებლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გასულ წელს რეგიონების მიერ თანხების ათვისება შეაჯამა. პრემიერმა ის ქალაქები და გამგეობები გამოყო, სადაც თანხების ეფექტურად ათვისება მოხდა. "არის ქალაქები და გამგეობები, სადაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს და სრულად ეფექტურად აითვისეს თანხები. მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი დავიწყებ კახეთიდან - სიღნაღი, გურჯანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93%-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში -ახალქალაქი, ახალციხე, ბირჯომი, ადიგენი, სადაც 90%-ის ფარგლებში აქვთ ათვისება გასულ წელს. იმერეთში ბაღდათის მუნიციპალიტეტი, თერჯოილა, ხონი, საჩხერე, ჭიათურა. ასევე კარგი შესრულება აქვს ქვემო-ქართლსი დმანისის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100% ათვისება. სენაკი, მარტვილი, აბაშა, ზუგდუდი. გურიაში ოზურგეთი, ჩოხატაური. აჭარაში - შუახევი 100%-იანი ათვისება. ხელვაჩური -99%; ხულოში, ქობულეთი, ქედა -98%; შიდა ქართლში მე მინდა გამოვყო კასპის მუნიციპალიტეტი, დანარჩენ რაიონებს გაქვთ ადაბალი ათვისება. მე მინდა ეს გამოასწოროთ სასწრაფოდ წელს. რაჭა ლეჩხუმში, აქ არის 94 % ათვისება. ამბროლაური 94 %-იანი ათვისება. დანარჩენებს გაქვთ დაბალი ტავისება. მცხეთა მთიანეთში 90% ათვისება, თიანეთში 80 % -იანი, დნარჩენებს გაქვთ ჩამორჩენა 70 % -ს ქვევით. ეს არის მაგალითები, რომელიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა.“- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics