|
2016-09-09 12:32:46, 749 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს ამოწმებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე უფლებამოსილი პირები გადაამოწმებენ, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში და ბიზნესოპერატორებმა როგორ შეასრულეს მიცემული რეკომენდაციები. საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება. „სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შემოწმებებისას კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ. 2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 - საბავშვო ბაღში და 507 - სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)