|
2016-09-09 12:00:56, 679 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ყაჩაღანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩეველს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევი შეეხო იმ საკითხებს, რომლებიც უფრო მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს. „მე გავიარე ძალიან რთული პერიოდი. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის არაფერი არ არსებობდა. ამ მძიმე პერიოდს ჩემი თაობის ძალიან მცირე ნაწილი გადაურჩა. ჩემს თაობას „დაკარგულ თაობას“ ვუწოდებ. ასე, რომ მე მესმის ახალგაზრდების. მე ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ თქვენ გქონდეთ კარგი პირობები. მე თქვენს გვერდით ვარ! ახალგაზრდობა, ანუ თქვენ, ჩვენი მომავალი ხართ! მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობით!“, - აღნიშნა ყაჩაღანის თემის ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსლან გაჯიევმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე მოისმინა ახალგაზრდების შეთავაზებები და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. რუსლან გაჯიევის თქმით, ახალგაზრდებთან შეხვედრები მისი გამარჯვების შემდეგაც პერმანენტული ხასიათის იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)