03:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 22:31:40, 637 ნახვა

სამხედრო
ნატოს დელეგაცია სამხედრო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებას დაესწო. ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ქართველი სამხედროების მიერ გამართულ დემონსტრაციულ სწავლებას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

„ეს იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტი ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოში, რაც ნატოს მხრიდან საქართველოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც ელჩების უმრავლესობამ განაცხადა არის ის, რომ საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტიორია. მართალია, ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობის მქონე პარტნიორი ქვეყანა ვართ, მაგრამ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი და სხვებისგან გამორჩეული პარტნიორი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გაღებული კონტრიბუციით, პროფესიონალიზმით და ნდობის მაღალი ხარისხით, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებენ საერთაშორისო მისიებში. მთავარი გზავნილია ასევე, ამ მხარდაჭერის მაქსიმალურად გაგრძელება. მეტი ნატო იქნება წარმოდგენილი საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებით და ერთობლივი სწავლებებით. შესაბამისად, სადაც დღეს ვიმყოფებით არის ნატო-საქართველოს ერთობის გამოხატულება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად წვრთნებს გადიან და ერთად მუშაობენ ნატოში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. სწორედ ეს არის ერთობის დემონსტრირება და ეს შესაძლებლობები კვლავ გაიზრდება. დღევანდელი ვიზიტი იმის დასტურია, რომ მეტი ინვესტიცია და მეტი შესაძლებლობები ჩაიდება ნატოს უფრო მეტი წარმომადგენლობის საქმეში საქართველოში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საჩვენებელი სწავლების დროს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს. პატრულირების დროს მოხდა სახიფათო ადგილის აღმოჩენა, ჩამოქვეითება და ობიექტის შემოწმება. სცენარის მიხედვით, ჯარისკაცები ჩასაფრებაში მოყვნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ასევე, განხორციელდა დაჭრილი ჯარისკაცის პირველადი დახმარების აღმოჩენა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციისთვის ჯარისკაცებმა ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი გაწმინდეს და უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ სიმულაციურ ცენტრი და საველე მართვის პუნქტი მოინახულა. ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ სტუმრებს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობით დასრულდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics