|
2016-09-08 19:24:23, 739 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო: სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა საკითხი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ N6 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა. მათივე განცხადებით, ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ის თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე. "სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველმა საფუძვლიანად არ შეისწავლა კონკრეტული საკითხი და მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ბ-ს მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამოწვევასთან დაკაშირებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა. შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გააჩნია არამხოლოდ სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული თარიღის, არამედ მიმდინარე წლის 1-დან 8 სექტემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი, რომლის ნახვა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველსაც შეეძლო. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების არსებობაზეა საუბარი, ჩანაწერში დაფიქსირებულია ისიც, თუ როგორ იყენებს გ.ბ. თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით. უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ჩანაწერი. ამასთან, სამინისტრო მიმართავს სახალხო დამცველს ნებისმიერი მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავადაა დაინტერსებული პენიტენციურ სისტემაში არ ფიქსირდებოდეს თანამშრომელთა მხირდან გადაცდომის, მით უმეტეს, არასათანადო მოყრობის არც ერთი ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)