|
2016-09-08 17:31:14, 748 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება ნათელ გზავნილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციიის გზას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. „საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს წევრობისკენ მოამზადებს და მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თავსაზრისით . მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო, რომ ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მზად არის გავგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარმოადგენილი ბრიუსელის სამიტზე. თავის მხრივ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)