|
2016-09-08 16:24:11, 713 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს
საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე გააკეთა. მარგველაშვილის თქმით, სამწუხაროდ, დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდლობებისთვის, რომელიც დასავლური ინტეგრაციის გზით აქვთ. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვმუშაობთ დაპირისპირებულ პარადიგმაში. დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდლობებისათვის, რომელიც გვაქვს დასავლური ინტეგრაციის გზით. ესაა გამოწვევა ყველა ჩვენთაგანისათვის, მათ შორის ნატო-სთვისაც. საერთო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ. ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის იმ ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ გვაქვს სირთულეები, იმ ქვეყნისა, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით. 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი. ყველა მხარე წაგებულია.საქართველოს ოკუპაციით, რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდებოდა და ვითარდება რეგიონში.საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთმა თვის თავს მიაყენა დარტყმა თავისი საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით.საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)