|
2016-09-08 16:19:38, 761 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჩვენი საერთო ამოცანაა უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის სივრცედ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთად ესტუმრა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერას. მარგველაშვილმა ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის თემაზე - შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან. იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)