|
2016-09-08 16:07:47, 766 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ე.წ. ასპირანტმა საქართველომ რეფორმების გზაზე სერიოზული პროგრესი განიცადა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭო, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდებიან. შეხვედრის დასაწყისში იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული მსხვერპლი გაიღეს ევროატლანტიკური ერთობლივი უსაფრთხობისთვის და ამისათვის ღრმად მადლიერები ვართ.ჩვენი ვიზიტი და შეხვედრები ხაზს უსვვამს ნატო-ს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით“,-განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ე.წ. ასპირანტმა საქართველომ ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა რეფორმების გზაზე, კერძოდ, კანონის უზენაესობის, სასამართლო სფეროში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების კუთხით. „ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მაღალ დემოკრატულ სტანდარტებს. ნატო მოუწოდებს საქართველოს, ყველა აღნიშნული რეფორმის თვლსაზრისით, გააღრმაოს მიღწეული პროგრესი და საქართველოსთან ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას, რათა მოამზადოს მომავალი წევრობისთვის“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)