|
2016-09-08 15:04:08, 728 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის რწმენაა, რომ საქართველო აგრესორია და რუსეთი მსხვერპლია
რუსეთი ყველა მეზობლის მიმართ აგრესორია. ის შეიჭრა უკრაინაში, ატერორებდა ბალტიისპირებთს და ა.შ. საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლია დამნაშავე და არა აგრესორი მიუთითებს, რომ ივანიშვილი რუსეთისადმი ანგარიშვალდებულია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წიკლაურმა განაცხადა, ევროპამ და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესეს და ივანიშვილი სწორედ მთელი ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგია, როდესაც საომარ მოქმედებებში საქართველოს ადანაშაულებს. „ბიძინა ივანიშვილის რწმენაა, რომ საქართველო აგრესორია და რუსეთი მსხვერპლია. ყოფილიყო პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედებებმა 2008 წლის ამბები გამოიწვია. ამავდროულად, უნდა შევხედოთ, რომ რუსეთი ყველა მეზობლის მიმართ აგრესორია. ის შეიჭრა უკრაინაში, ატერორებდა ბალტიისპირებთს და ა.შ. საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლია დამნაშავე და არა აგრესორი მიუთითებს, რომ ივანიშვილი რუსეთისადმი ანგარიშვალდებულია, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ეწევა. ევროპამ და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესეს და ივანიშვილი სწორედ მთელი ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგია, როდესაც საომარ მოქმედებებში საქართველოს ადანაშაულებს. ივანიშვილის საქციელი ქვეყნის წინააღმდეგ მიამრთული ქმედებაა“, - განაცხადა წიკლაურმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განცხადა, რომ 2008 წელს მომხდარი მოვლენები სააკაშვილისა და მისი გუნდის უპასუხისმგებლო მოვლენების შემდეგ მოხდა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)