|
2016-09-08 14:41:24, 1958 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: გამარჯვების შემთხვევაში, პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მექნება
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან “ძალიან კარგი ურთიერთობები” ექნება, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვეტერანების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 82% შეადგენს. “ვფიქრობ, რადგან მან მე ბრწყვინვალე მიწოდა, მე ამ კომპლიმენტს მივიღებ. ვფიქრობ, მასთან ურთიერთობების დალაგებას შევძლებ. რუსეთის სისტემის ფარგლებში ის ბევრად უკეთესი ლიდერი იყო, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი”, - განაცხადა ტრამპმა. დეკემბერში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცადა, რომ დონალდ ტრამპი “ბრწყინვალე და ნიჭიერი ადამიანია”. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ერაყში ჯარების შეყვანას. “გავიგე, ჰილარი კლინტონი ამბობდა, რომ მე ერაყის ომის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. მე ერაყის ომის აბსოლუტურად წინააღმდეგი ვიყავი. მე ვამბობდი, რომ ის ახლო აღმოსავლეთში ვითარების სრულ დესტაბილიზაციას ახდენს”, - განაცხადა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-პორტალ Buzzfeed-ის ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოაქვეყნეს ჩანაწერი, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ერაყში ჯარის შეყვანას მხარს უჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)