|
2016-09-08 14:29:43, 710 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი თოთლაძე მოსახლეობას შეხვდნენ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი უფლისციხისა და ქვახვრელის სოფლების მოსახლეობას ესტუმრა. შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა ის პრობლემები და პრიორიტეტები,რაც საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სასმელი წყალი,გაზიფიკაცია და ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა ტურიზმის განვითარების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. “მოგეხსენებათ, რომ უფლისციხე დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელი გახლავთ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიზანია გაიზარდოს რაიონში ისტორიული ძეგლების კონკურენტუნარიანობა.ამიტომ, საჭიროა ვუზრუნველყოთ მისი განვითარების სტიმულირება.ტურიზმის ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა,ეს ოჯახების კეთილდღეობასაც ნიშნავს“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თოთლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების: ღოღეთის,თამარაშენის, ფცისა და ქ/შაქშაქეთის მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა ხილის რეალიზაციაა. "გარდა იმ პროექტებისა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამ სოფლებში განხორციელდა, კიდევ იქნება უამრავი პროექტი, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილოს და უფრო კომფორტული გახადოს ცხოვრება“,- განახცადა შეხვედრაზე კანდიდატმა. თავის მხრივ, მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მთავრობას გზის დაგებისათვის. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)