04:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 15:56:51, 317 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

"მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, რაც რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობამ რეგიონული განვითარების სპეციალური პროექტი დაიწყო. "მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, რაც რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.ჩვენ დავიწყეთ რეგიონული განვითარების სპეციალური პროექტი, რომელშიც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდია ჩართული და ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში.მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა და იქ არსებული პოტენციალი, რესურსები, რომელიც არსებობს. შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ პრიოტეტული მიმართულების საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები, რაც არის რეგიონებში, რა მიმართულებითაც ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებებს განვახორციელებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თითოეული რეგიოსთვის განვითარების გეგმა მზადდება, სადაც სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს. პრემიერი რეგიონული განვითარების პროგრამის ეფექტურად და სწრაფად განხორციელების მიზნით, რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. "თითოეული რეგიოსთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რაც ამა თუ იმ რეგიონს აქვს.ხდება მობილიზება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახლა იმ პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით.ეს ინიციატივა გულისხმობს მეწარმეთა მაქსიმალურ ხელშეწყობას, რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული ქონების პრივატიზებას, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების უზრუნველყოფას ,ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, ეს გახდება კიდევ უფრო მეტი ახალი საწარმოს, მეტი ადამიანის დასაქმებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ამ ინიციატივის გაცნობის მიზნით, მთავრობა და პირადად მე ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვაპირებ, რომ მომავალი კვირიდან დავიწყოთ გასვლითი ღონისძიებები. პირველი შეხვედრა გვექნება სამცხე ჯავახეთში, შემდეგ პირადად ჩავალ ყველა რეგიონში ამ პროგრამის მაქსიმალურად დასაჩქარებლად",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics