08:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 11:47:51, 850 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: დღეს მეტი ნატოა საქართველოში და ეს ყველას გვახარებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს წევრი  ყველა სახელმწიფო  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

მანვე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტი ნატოა საქართველოში და ეს  ყველას გვახარებს. მოვისმინეთ ძალიან ბევრი  მხარდამჭერი სიტყვა ნატო-ს აბსოლუტურად ყველა  წევრისგან, ყველა ერთხმად  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, დემოკრატიას, რომელსაც  ქვეყანამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მიაღწია  და იმ პროგრესს, რომელიც ასახულია  შესაბამის ყველა ანგარიშში. ამიტომ, ნატო მოელის არჩევნების შემდგომ  კვლავაც ამ პროგრესის გაგრძელებას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics