|
2016-09-08 10:49:20, 708 ნახვა
პოლიტიკა
გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, კანდიდატი გეტას, სენების, ძეძვნარიანის, იწრიასა და ტანძიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუნიციპალიტეტში ორწლიანი მუშაობისა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ, გოგი მეშველიანმა მოსახლეობისგან ადგილზე ჯერ კიდევ არსებული პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. „მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი კი არის ის, რომ მისი საქმიანობა ხორციელდება მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ჩემი მუშაობის პერიოდში მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის შეუზღუდავი იყო ორმხრივი კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრის, განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შერჩევის პროცესში. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვისმენდით და ვითვალისწინებდით ხალხის აზრს. თუკი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში ნდობას გამოგვიცხადებს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)