|
2016-09-08 10:29:25, 826 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა
“პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო, მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება, გამოვიყენო წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც ჯერ კიდევ არის სოფლებსა და ქალაქებში", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში, სოფელ საწულუკიძიანოში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა მოსახლეობას საშუალება მისცა ყველა ის კითხვა დაესვათ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატიდან პასუხს საჭიროებდა. „ეს არის სოფელი რომელმაც ქვეყანას გმირი გაუზარდა, 2008 წლის ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი სწორედ ამ სოფლის მკვიდრი იყო. მე არ მაქვს უფლება პასუხისმგებლობით არ მოვეკიდო ამ ადამიანების პრობლემებს. დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე რომელიც სოფელს აწუხებს, სხვა შეხვედრების მსგავსად აქაც ის საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებთ. მე ყველა ღონეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დროულად მოვაგვაროთ", - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპურარობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძიანოში გამართულ შეხვედრაზე. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)