|
2016-09-08 09:53:32, 661 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, რაც თანამშრომლობის გაგრძელება იქნება
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისა და პარლამენტის წევრების შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი წლის მაისში საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს: „ეს იქნება ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში ნატო-ს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის ატმოსფეროში“,-აღნიშნა უსუფაშვილმა. მან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 1 თვით ადრე ჩამობრძანდნენ: „ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის,ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე- კი , თუ არა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე- რომელი გზაა უფრო მოკლე და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი“,-განამარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)