|
2016-09-08 09:33:53, 668 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: საქართველომ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებზეც ისაუბრა: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე, თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა, ასევე აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, ამ რეფორმების ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის, და იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)