07:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 21:24:57, 817 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო-მ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ახერხებს გაფართოებას

ნატომ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ახერხებს გაფართოებას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ვეტოს შესაძლებლობა არ გააჩნია.

”რუსეთი ნატოს გაფართოებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებას, ვარშავის პაქტის წევრების გაწევრიანებას. რუსეთი ახლახან ნატოში მონტენეგროს მიღებასაც აპროტესტებდა, მაგრამ ნატომ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ახერხებს გაფართოებას. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს ვეტოს შესაძლებლობა არ გააჩნია”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, ნატოს კარი ღიაა, რაც ნატომ არაერთგზის დაადასტურა. მან ამ კონტექსტში, საქართველოსთან მიმართებით, ყურადღება რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გაამახვილა. 

”რასაც ამჟამად საქართველოში ვაკეთებთ, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. გვაქვს წვრთნები, ვეხმარებით საქართველოს, განახორციელოს სტრუქტურების მობილიზაცია, პოტენციალის გაძლიერება. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. საქართველოში ბევრად მეტი ნატოა წარმოდგენილი, ვიდრე იყო მანამდე და ნატოშიც ბევრად მეტი საქართველოა წარმოდგენილი. საქართველომ ნამდვილად უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება, მაგრამ საჭიროა მოთმინება. ასევე უნდა იყოთ რეალისტურები. საჭიროა კონსენსუსის მიღწევა. ნატოს კარი ნამდვილად ღიაა”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics