|
2016-09-07 18:24:38, 1261 ნახვა
ეკონომიკა
ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
რკ „გურიის თხილი“ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩა N 76-ის მიმდებარედ 1700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „გურიის თხილს“ სიმბოლურ ფასად გადასცა. საინვესტიციო პირობების მიხედვით კომპანია 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია წლიურად 100 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ფერმერი მოსავალს თავის რეგიონშივე ჩააბარებს, რაც დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებს ააცილებს. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 428 მილიონ ლარს აჭარბებს და 8 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)