|
2016-09-07 18:13:12, 748 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მხრიდან არასწორი გზავნილები მოდის
„ზოგიერთის შეფასებით, დიდი დრო დასჭირდა ნატოში გაწევრინებას, თუმცა ეს შეფასებები იმის ბრალია, რომ არასწორი გზავნილები მოდის სხვადასხვა მხრიდან“, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვერშბოუს განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს და ევროკავშირის შესახებ მესიჯები საზოგადოებამდე სწორად იყოს მიტანილი. „ძალიან ბევრმა არ იცის თუ რას აკეთებს ნატო. ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი. ძალიან ბერვ ქართველს აქვს ჩამოყალიბებული აზრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. ნატოს ახსნა ასე რთულია, დარწმუნებული ვარ, რომ საინფორმციო ცენტრი კარგად გაუძღვება თავის საქმეს და გაზრდის ინფორმაციის მიწოდების დონეს. ჩვენ პირდაპირ დახმარებას გავუწევთ ამ ცენტრს. პრემიერმა დღეს გვითხრა, რომ ეს ცენტრი იქნება მნიშვნელოვანი ადგილი ბროფინგებისთვის და არაფორმალური შეხვედრებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი ცენტრის გახსნას“,- განაცხადა ვერშბოუმ. ამასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დიდი პატივია აღნიშნული ცენტრის გახსნა. "საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა მოსახლეობის ინფორმირებისთვის",-დასძინა ბაქრაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)