03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 15:36:39, 1174 ნახვა

ეკონომიკა
17 642 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები გაუიაფდება

„საზოგადოებისა და ბანკების” ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17642 მომხმარებელს შეუმცირდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს,  ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%-მდე დაიწია, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 745,3 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

“ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 250-ით, თუმცა  შემცირებულია მთლიანი პორტფელი - 786 მილიონი ლარიდან 745,3 მილიონამდე.

17642 ხელშეკრულებიდან 8371 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 81,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოსთვის 15.6% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 4599 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.8%-ში. მთლიანი პორტფელი კი 195,1 მილიონი ლარია.

1775 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 445,71 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,3 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14,1%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 370,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13,3%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 681,79 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,6%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2874 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 22,2 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,8%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მომდევნო კვარტლებში დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის ბოლოს დაუახლოვდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად უნდა  შემცირდეს 6 პროცენტამდე.

გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი. თუმცა წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მასზე მიბმულ სესხებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა“, - ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics